თამო ვაშალომიძე ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია, რომლის ეთერშიც ვენეციის კინოფესტივალზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ფოტოგრაფების უხერხული ჟესტი ეწყინა, თუმცა არ შეიმჩნია და ხალიჩაზე გამოსვლა ჩვეულებრივად დაასრულა.
„როდესაც დავინახე, რომ ცარიელი იყო ხალიჩა, მეუბნებიან რომ ავიდე. ავდივარ და ვიცი რომ კიბეებთან გაქვს ორი წუთი, შემდეგ ცენტრში და მერე გასვლისას. გათვლილი მაქვს ყველაფერი. გასვლა მქონდა ზუსტად შვიდის თხუთმეტ წუთზე. ამ დროს დავინახე ჯორჯინა და გავგიჟდი. თან სოფია მიდგას გვერდზე და საპასუხიმგებლო იყო.
გავედი და გავჩერდი. სწორედ ეს იყო, რომ არ მოვეწონე ფოტოგრაფებს. ჟესტი ცოტა უხერხული იყო და მეწყინა, თუმცა არ შევიმჩნიე. ჩემი რვა წლის გოგო დიდ ეკრანზე მიყურებდა და მე არ მქონდა უფლება, რომ შემემჩნია. ვითომც არაფერი ისე გავიარე და დავასრულე გამოსვლა“, – საუბრობს თამო ვაშალომიძე.
აღსანიშნავია, რომ თამო ვაშალომიძეს ვენეციის კინოფესტივალზე შვილის, სოფიას ესკიზის მიხედვით შექმნილი კაბა ეცვა.
