LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამო ვაშალომიძე: „ქმართან გაშორების შემდეგ ქალების მიმართ სხვანაირი გავხდი, ქალებზე ვარ გაგიჟებული, მინდა, მათ სულ ძალა და მოტივაცია მივცე…“

199
თამო ვაშალომიძე (1)

თამო ვაშალომიძემ ქმართან დაშორების შემდეგ მიღებულ გამოცდილებასა და ემოციურ ტრანსფორმაციაზე ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპმა ქალების მიმართ მისი დამოკიდებულება სრულიად შეცვალა.

„ქმართან გაშორების შემდეგ ქალების მიმართ სხვანაირი გავხდი, ქალებზე ვარ გაგიჟებული. მინდა, მათ სულ ძალა და მოტივაცია მივცე. თავს ვალდებულად ვთვლი, ვიზრუნო მათზე და ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ მათი ნდობა და პატივისცემა შევინარჩუნო. არავინაა ვალდებული, ვიღაცას უყვარდეს…“ აღნიშნა თამო ვაშალომიძემ.

მან განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მას რთულ პერიოდში გვერდით ედგნენ:

„ქართველებო, ემიგრანტებო, ყველას მადლობას გიხდით. სულ ქართველების კომენტარები მხვდებოდა ზოგან, ჯორჯინას ვიდეოებში საერთოდ არ ვჩანდი, მაგრამ მაინც ჩემი „გიფები“ გვხვდებოდა. მადლობას გიხდით, რომ მხარში მიდგახართ.“

ვიდეო: თამო ვაშალომიძე და ჯორჯინა როდრიგესი ერთად წითელ ხალიჩაზე – ქართველის მორიგი გაბრწყინება ვენეციის კინოფესტივალზე

ვიდეო: „სამწუხაროდ, არიან ასეთი ადამიანებიც“ – თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

“ბევრმა დაწერა, თითქოს მე „შევიჭერი“. არა როცა ორგანიზატორებმა მითხრეს, რომ ჩემი დრო იყო, გავედი” – თამო ვაშალომიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები