LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვნახოთ… ვლოცულობ, რომ აქ დაბრუნება აღარასდროს მომიწიოს“ – პრესლი გერბერმა 15 ფსიქიატრი შეიცვალა – უახლესი ამბები სინდი კროუფორდის ტრაგიკულად გარდაცვლილი ვაჟის შესახებ

351
page

სიდნი კროუფორდის და რენდი გერბერის 27 წლის ვაჟის, პრესლი გერბერის, გარდაცვალების შემდეგ, მისმა ახლო წრემ პრესლის ცხოვრების ბოლო პერიოდის შესახებ ისაუბრა. როგორც ინსაიდერმა განაცხადა, გერბერი გარდაცვალებამდე ელიტარულ სარეაბილიტაციო ცენტრში, Resolutions Living-ში მკურნალობდა.

მიუხედავად იმისა, რომ პრესლი გერბერის ექიმმა იცოდა პაციენტის ნარკოდამოკიდებულების შესახებ, მისთვის პრეპარატის გამოწერას მაინც აგრძელებდა – ახალი დეტალები სინდი კროუფორდის ტრაგიკულად გარდაცვლილი ვაჟის შესახებ

ინსაიდერის თქმით, პრესლი თვითშეფასების სერიოზულ პრობლემებს ებრძოდა და უჭირდა საკუთარი თავის მიღება და თავდაჯერებულობის მოპოვება.

„მას ძალიან დაბალი თვითშეფასება ჰქონდა. უჭირდა საკუთარი თავის რეალურად მიღება და თავდაჯერებულობის მოპოვება. მას ესმოდა, რომ დახმარება სჭირდებოდა და სურდა, ერთხელ და სამუდამოდ დაეღწია თავი დამოკიდებულებისგან. მან 15 ფსიქიატრი შეიცვალა, მაგრამ, უშედეგოდ“, – განაცხადა წყარომ გამოცემასთან.

პრესლი გერბერი წლების განმავლობაში ღიად საუბრობდა დამოკიდებულებასა და ფსიქოლოგიურ სირთულეებთან საკუთარ ბრძოლაზე. ერთ-ერთ ბოლო პოსტში გერბერმა განაცხადა, რომ ექსპერიმენტული პრეპარატით, მკურნალობის კურსი დაიწყო და იმედი ჰქონდა, რომ ეს მისთვის ბოლო მკურნალობა იქნებოდა.

„ვნახოთ… ვლოცულობ, რომ აქ დაბრუნება აღარასდროს მომიწიოს“, – წერდა გერბერი.

სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ცნობილია

გავრცელებული ცნობებით, გარდაცვალების დროს 27 წლის მოდელი ლოს-ანჯელესის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უწყების ცნობით, გერბერის გარდაცვალება 2026 წლის 20 სექტემბერს, დილის 09:45 საათზე, ადგილზე მისულმა მედიკოსებმა დაადასტურეს.

პრესლი გერბერის უკანასკნელი ფოტო და ბოლო საჯარო მიმართვა – სინდი კროუფორდისა რენდი გერბერის ერთადერთი ვაჟი გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები