ნინი ყულეჯიშვილი – მომხიბვლელი მომღერალი, რომლის შესრულებები სოციალურ ქსელში, მათ შორის„ „ტიკ-ტოკზე“ მილიონობით ნახვას აგროვებს, რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. 7 ნოემბერს კი ბათუმში ის და მისი მომავალი მეუღლე, თორნიკე ინწკირველი 600 სტუმარს ელოდებიან. საქორწილო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს, მომღერალს დიზაინერი სამ კაბას უკერავს, სხვადასხვა დანიშნულებით, იგეგმება დიდი კონცერტიც. ნინი fortuna.ge-ს ექსკლუზიურად ესაუბრა თავისი სიყვარულის ამბავსა და საქორწილო ციებ-ცხელებაზე.

ნინი, როდის დაიწყე სიმღერა?
ჩემი მუსიკალური კარიერა იწყება ღრმა ბავშვობიდან, დედა არის მუსიკის პედაგოგი, ჩვენი პირველი დუეტი შედგა ჯერ ბაღში, შემდეგ – სკოლაში. მერიის ღონისძიებებზე დედას გამოვყავდი ხოლმე. სარაიონო ღონისძიებებზე ვიყავით დედა-შვილის დუეტი. დავამთავრე მუსიკალური სკოლა ქობულეთში. ვმღეროდი ხალხურ სიმღერებსაც, საესტრადოსაც, ვიყავი საესტრადო გუნდში. მოვრჩი სკოლას და წამოვედი თბილისში. აქ იწყება უფრო სერიოზული ნაბიჯები. პირველად გამოვჩნდი „რუსთავი 2“-ზე, „გვაჩვენე შენს ხმაში“. აქედან იწყება ჩემი სხვანაირი ცხოვრება. „ტიკ-ტოკზე“ რომ დავდეთ ეს ვიდეო, უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. „ტიკ-ტოკზე“ აქტიური არ ვყოფილვარ. ტრენდებს რომ იღებდნენ, წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ გავაქტიურდი და მუსიკალური კონტენტის შექმნა დავიწყე. ერთი ვიდეოთი გამიცნო ხალხმა. სხვათა შორის, საზოგადოება ძალიან იტაცებს ქართულ სიმღერებს…
@niniyulejishvili #CapCut #fypシ ♬ original sound – Nini Yulejishvili
რომელი იყო ის სიმღერა, რომელიც პირველი აიტაცეს?
ბენდთან ერთად კონცერტებიდან ამონარიდები დავდე და ძალიან კარგად აიტაცა ხალხმა, თუმცა მახსოვს, რამხელა გამოხმაურება მოჰყვა ჩემი და თოკოს პირველ ფოტოებს, რომლებსაც ქართული სიმღერა დავადე. უამრავი კომენტარი, თბილი რეაქციები გამოხატეს, ამიტომაც ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ თუკი გაპრანჭულები სადმე გავიდოდით, აუცილებლად უნდა გაგვეზიარებინა ჩემი გამომწერებისთვის, დაბადების დღე იქნებოდა თუ ქორწილი. ტრადიციასავით გვექცა, რომ სულ ვდებთ ასეთ კონტენტს.
სანამ ჩემი რჩეული, თორნიკე ინწკირველი ხელს მთხოვდა, გურიაში ჩამიყვანა ბებიასა და ბაბუას გასაცნობად, მისი მშობლებიც იქ იყვნენ სტუმრად. არსებობს ვიდეო, როგორ დამხვდნენ ბებიები და ბაბუა. ვარდის ფურცლებით იყო სავსე ის ბილიკი, სადაც უნდა გაგვევლო. ვიდეოში ბებია ეუბნება, ხელში აიყვანე ნინიო. ბებიამ თავისი ხელით აწყობილი ყვავილების გვირგვინი დამადგა თავზე. მახსოვს, გურული კილოთი მითხრა, „ბებია, არ იტირო, ცრემლები არ შეიძლება“. ეს რომ „ტიკ-ტოკზე“ რომ დავდე, ისეთი რამ მოხდა კომენტარებში, – საოცრება!.. თოკოსთან ერთად გადაღებულ ბევრ ვიდეოს ვდებ. მარტო აღარ ვდებ თითქმის აღარაფერს, იმდენად უყვარს ჩვენი წყვილი ხალხს.
@niniyulejishvili ##fypシ ♬ Sabudareli Tchabuki – Jansug Kakhidze
როგორ დაიწყო შენი და თორნიკეს ურთიერთობა?
ჩვენ ოჯახებით ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, თავიდანვე, შეყვარებულობის პერიოდიდან მოყოლებული. ექვსი წლის წინ დაიწყო ჩვენი ამბავი, დაახლოებით ორი წელი გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ მერე, თბილისში რომ წამოვედი, სამწუხაროდ, გავწყვიტეთ კონტაქტი. ის ბათუმში სწავლობდა, მე – თბილისში, რატომღაც ვერ ავაწყვეთ ურთიერთობა. თოკოს ძალიან ვუყვარდი მთელი ბავშვობა და ეს წლები, ვიცი, რომ ძალიან რთულად გაიარა. ჩვენი საერთო მეგობრის საშუალებით გავიცანით ერთმანეთი და ერთი წლის წინ, სწორედ მისივე საშუალებით, გამომიგზავნა ასი ცალი ვარდი. ყველაზე დიდი როლი მაინც ითამაშა ჩემმა ბებომ. ექვსი წლის წინ ამ ურთიერთობის ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო. გული დაწყდა, რომ დავშორდით. მსაყვედურობდა, როგორი ბიჭი დაკარგეო, მისი ოცნება ასრულდა. დღეს ბედნიერები არიან – ჩემი ოჯახიც და მისიც. თოკოს დასაც გული ვატკინეთ ჩვენი გაშორებით და ისიც ძალიან ბედნიერია.
@niniyulejishvili #CapCut #fypシ ♬ oryginalny dźwięk – 🌒 𝒮𝓉𝒶𝓇𝓁ℯ𝓈𝓈~𝓂ℴℴ𝓃🌒
მოგვიყევი ხელის თხოვნაზე…
ჩემებთან ჰქონდა ჩაწყობილი საქმე, მე კი გამიკვირდა, რომ თოკოსთან ერთად საზღვარგარეთ გამიშვეს. ხელის სათხოვნელად მიმყავსო, უთხრა და ჩემი ოჯახიც დათანხმდა. გავემგზავრეთ ეგვიპტეში, სადაც კატასტროფული სიცხე იყო. ძალიან ნერვიულობდა, ბევრჯერ იწესრიგებდა თმას, ცხრაჯერ გავიდა აივანზე. ეჭვი შემეპარა, განსხვავებულად იყო. საოცარ გარემოში, მაგრამ ისეთ სიცხეში მთხოვა ხელი… ყველას ჰგონია, რომ იტალიაში მთხოვა ხელი, რადგან იქიდან გავემგზავრეთ იტალიაში, ორი ღამით, ვენეციაში. იქიდან დავდე სწორედ „სარა პერ კე ტი ამოს“ სიმღერა და გლობალზე „გავარდა“, მილიონზე მეტი ნახვა აქვს და 187 000 მოწონება.
@niniyulejishvili #fypシ #italy ♬ original sound – Nini Yulejishvili
ქორწილი როდის გაქვთ?
ქორწილი გვაქვს 7 ნოემბერს. ჯერჯერობით თოკოს მშობლებთან ვცხოვრობთ, მაგრამ გადავდივართ ახალ ბინაში. ზუსტად ვიცოდი, რომ ცალკე უნდა გვეცხოვრა, მაგრამ თოკოს ისეთი ტკბილი მშობლები ჰყავს, რომ მათთან ერთად ძალიან მომწონს ცხოვრება, შვილივით ვყავარ. მინდოდა, რომ სანამ ახალ ბინაში გადავიდოდით, მათ მშობლებთან ვყოფილიყავით. თანაცხოვრება იდეალურია, როგორც ჩემს მეუღლესთან, ასევე მის მშობლებთან და დასთან, ნუციკოსთან. ალბათ, სახლში არ ვიყავი ასე, როგორც აქ ვარ. გურულები არიან და ხომ იცით, როგორ გამოხატავენ სითბოს. გადავდივართ ახალ ბინაში. რა თქმა უნდა, ჩემი დიზაინით ვაწყობთ სახლს.

ჩვენი ქორწილი იქნება მართლაც გალაკონცერტი. მე ვმღერი, მომღერლებიც იქნებიან, დედაც იმღერებს. ქორწილს ვაკეთებთ ბათუმში. 600-მდე ადამიანი დაესწრება. მე და-ძმა არ მყავს, დედისერთა ვარ, რა თქმა უნდა, დიდი ქორწილი იქნება. საქორწილო ჩაცმულობაზე ზრუნავს ერთ-ერთი დიზაინერი, სამივე კაბა ჩემი დიზაინით იქმნება, ჯვრისწერაზე სხვა კაბა მაცვია, ტორტის გაჭრაზე სხვა, ყველა კაბას თავისი დანიშნულება აქვს. მეოთხე კაბაზეც ვფიქრობთ და ჯერ არ ვიცი… (იღიმის). თავად დიზაინერს უნდა… ჩემი ქორწილისთვის შევკარით სტაფი, მეიქ აფი, თმის სტილისტი, ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი, კონტენტკრეატორი.
შენი ოცნების ცხოვრება არის ის, სადაც ახლა ხარ?
როგორ სიყვარულზეც მიოცნებია, სწორედ ასეთი მეწყვილე მყავს და ასეთი ცხოვრება მაქვს…
