LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განადგურებული მამა – რენდი გერბერი გარდაცვლილი ვაჟის, პრესლი გერბერის სახლთან გადაიღეს

750
page

სინდი კროუფორდის მეუღლე, რენდი გერბერი, გარდაცვლილი შვილის, პრესლი გერბერის სახლთან გადაიღეს.

64 წლის ბიზნესმენი პარასკევს ჰოლივუდ ჰილზში მდებარე პრესლის სახლთან შავი Range Rover-ით მივიდა. გამოცემის ცნობით, რენდი გერბერმა შვილის სახლში დაახლოებით სამი საათი გაატარა.

სინდი კროუფორდი და რენდი გერბერი 27 წლის ვაჟის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, პირველად გამოჩნდნენ

ცნობისთვის, პრესლის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე არ გასაჯაროებულა. პრესლი ლოს-ანჯელესის სარეაბილიტაციო ცენტრში გარდაიცვალა, სადაც ნივთიერებებზე დამოკიდებულებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო მკურნალობდა.

მისი გარდაცვალების დღეს სამაშველო სამსახურში შესულ ზარზე საუბარი იყო „გულის გაჩერებასა“ და „გადაჭარბებულ დოზირებაზე“.

მედიის ცნობით, პრესლი სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მისვლისას უკვე რომელიღაც ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

27 წლის პრესლი გერბერს, გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, კრემაცია ჩაუტარდა

როგორ ცდილობდა სინდი კროუფორდი 27 წლის შვილის გადარჩენას – უახლესი დეტალები პრესლი გერბერის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები