LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინდი კროუფორდი და რენდი გერბერი შვილის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ, ჰოლივუდს ტოვებენ

645
Untitled Design

სინდი კროუფორდი და მისი მეუღლე, ბიზნესმენი რენდი გერბერი ლოს-ანჯელესის დატოვებას და საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას გეგმავებ. ამის მიზეზად მათი 27 წლის ვაჟის, პრესლი გერბერის, გარდაცვალება სახელდება.

ინსაიდერების ცნობით, სინდი კროუფორდი და რენდი გერბერი ფიქრობენ, რომ შესაძლოა ლოს-ანჯელესიდან სამუდამოდ წავიდნენ. წყვილი ჰოლივუდის რაიონში ცხოვრობს.

მათ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ოჯახის დიდი ხნის მეგობარი, მსახიობი ჯორჯ კლუნიც. წყაროს თქმით, კლუნი ფიქრობს, რომ ტრაგედიის შემდეგ წყვილისთვის შესაძლოა გარემოს შეცვლა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

„შეუძლიათ კი გააგრძელონ ლოს-ანჯელესში ცხოვრება ისე, თითქოს არაფერი მომხდარა? პრესლის გარდაცვალებამ მათი ცხოვრება თავდაყირა დააყენა“, – აცხადებს წყარო.

მედიაში პრესლი გერბერის ვიდეო გავრცელდა, რომელიც მის გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული

მედიაში ახალი დეტალებიც გავრცელდა. როგორც ირკვევა,19 სექტემბერს, პრესლი გერბერი „სიფხიზლის ქოუჩს“ დაუკავშირდა და უთხრა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და დახმარება სჭირდებოდა.

ქოუჩმა იცოდა, რომ ლიცენზირებული სარეაბილიტაციო ცენტრი გერბერს შაბათ-კვირას ვერ მიიღებდა, ამიტომ დახმარებისთვის Resolutions Living-ს მიმართა. არსებული წესების მიხედვით, მსგავსი ტიპის დაწესებულებები პაციენტებს მხოლოდ ფხიზელ მდგომარეობაში იღებენ. მიუხედავად ამისა, ქოუჩმა ცენტრის თანამშრომლებს აცნობა, რომ გერბერი იმ მომენტში ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო და დაჰპირდა, რომ ახალგაზრდა იქ მხოლოდ ერთ დღეს დარჩებოდა. ორშაბათს კი მისი სხვა სარეაბილიტაციო ცენტრში გადაყვანა იგეგმებოდა.

ცენტრის წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას დათანხმდნენ. მოგვიანებით ის თანამშრომლები, რომლებმაც გერბერის მიღების გადაწყვეტილება მიიღეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

წყაროს ცნობით, ცენტრში მისვლის შემდეგ გერბერმა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება კვლავ გააგრძელა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, თუმცა მისის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ინსაიდერების თქმით, პრესლი ამ დღეებს „ბოლო თავისუფალ უქმეებად“ აღიქვამდა, სანამ სრულფასოვან სარეაბილიტაციო კურსს დაიწყებდა.

ძმის გარდაცვალების შემდეგ, კაია გერბერის მდგომარეობა კრიტიკულია – რას ჰყვება ოჯახთან დაახლოებული პირი

სინდი კროუფორდი და რენდი გერბერი 27 წლის ვაჟის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, პირველად გამოჩნდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები