მსახიობი როლანდ ოქროპირიძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „ნოესთან“ სტუმრობს. როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა, როლანდმა წამყვანის შემდეგ კითხვებს უპასუხა:
ვინ არის როლანდ ოქროპირიძე?
– საკმაოდ სევდიანია… მძიმეც არის… მსახიობობა ერთგვარი გაქცევაც არის, რაც ავირჩიე… არ მინდოდა ვინც ვარ, ის ვყოფილიყავი…
დაგანგრია ამ განშორებამ?
– ფიზიკურად დავზიანდი. 4 წელი ვიყავი ასეთ პერიოდში. ვერ გაექცევი ამას ვერსად… ვერ წახვალ, თავს არ განებებს… ღამე იღვიძებ და ვერ სუნთქავ და იტანჯები, არაფერი აღარ გინდა…
მე გადავცდი ჩემი მამის ასაკს. იცი, როგორ პერიოდში ვარ? რომ გადავცდი ამ დროს, აღარ ვიცი რა გავაკეთო… მაგალითად, 60 წლის როლანდს მე თვითონ ვერ ვხედავ… მიჭირს და ვაძალებ თავს რომ დავინახო…
ერთი სურვილი, რომელსაც ყველაზე მეტად ღმერთს სთხოვდი, რა იქნებოდა?
– არ მიმატოვოს რა… ამას ვთხოვდი ყველაზე მეტად“, – აცხადებს როლანდ ოქროპირიძე.
