LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან ვღელავდი, თავიდან სულ ასე ვარ ხოლმე, სანამ ღონისძიებაზე გავალ“ – როგორ ემზადებოდა თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალამდე

156
თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძე, რომელიც ახლახან ვენეციის კინოფესტივალზე შესანიშნავად წარდგა, სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს.

ვაშალომიძე აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ფესტივალზე განსაკუთრებით ღელავდა.

“ბევრმა დაწერა, თითქოს მე „შევიჭერი“. არა როცა ორგანიზატორებმა მითხრეს, რომ ჩემი დრო იყო, გავედი” – თამო ვაშალომიძე

„ძალიან ვღელავდი თავიდან სულ ასე ვარ ხოლმე, სანამ ღონისძიებაზე გავალ.

ახლა კი, ვენეციის კინოფესტივალზე სტუმრობისას, ასმაგად უფრო ვღელავდი, რადგან სოფის დახატული კაბით ვიყავი.

კანი, რა თქმა უნდა, ჩემი რუტინის მიხედვით მოვამზადე: ჰიალურონის მჟავა, კოლაგენის შრატი, ნიაცინამიდი კანის დასამშვიდებლად და Anti-Age კრემი. მზისგან დამცავი ცალკე აღარ გამომიყენებია, რადგან BB კრემში SPF უკვე არის.

რაც შეეხება მაკიაჟს, გამოვიყენე 01-02 კონტური, 01-02 მატი ტუჩსაცხი და 01 ბლაში. ცოტა უფრო კარგად მქონიდა ვარდისფერი გამოკვეთოლად მინდოდა, ამიტომ ბლაში და კონსილერიც გამოვიყენე. ამ მხრივ ძალიან მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ტუჩსაცხი ტუჩებიდან არასოდეს მომშორდებოდა, სანამ თავად არ მოვიშორებდი, და სახეზეც ყველაფერი იდეალურად დარჩებოდა,“ – წერს თამო ვაშალომიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები