ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი „პარიზის მოდის კვირეულის“ ერთ-ერთ ყველაზე განხილვად წყვილად რჩებიან. როგორც ჩანს, ისინი ცდილობენ, საფრანგეთის დედაქალაქში, ბექჰმეების ოჯახთან უხერხულ შეხვედრას თავი აარიდონ.
თუმცა, შაბათ საღამოს ყურადღების ცენტრში თავად წყვილის PR-წარმომადგენელი მოექცა. ვიქტორია ბექჰემის, „პარიზის მოდის კვირეულზე“ გამართული ახალი კოლექციის ჩვენებიდან ერთი დღის შემდეგ, რომელსაც ბრუკლინი და ნიკოლა არ დასწრებიან, 27 წლის ბრუკლინი და მისი 31 წლის მეუღლე მეგობრებთან ერთად ძვირადღირებულ რესტორანში, L’Avenue-ში ვახშმობდნენ.
წყვილს ერთ-ერთი PR-წარმომადგენელიც ახლდა თან, რომელმაც რესტორნიდან გამოსვლისას პაპარაცების ყურადღების გადასატანად საკმაოდ უჩვეულო ხერხს მიმართა.
Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ შავებში ჩაცმული ქალი ფოტოგრაფების წინ ენას ყოფს, ცეკვავს და სხვადასხვა მოძრაობით ცდილობს მათი ყურადღების მიქცევას.
როგორც ირკვევა, საღამოს ახალგაზრდები ნიკოლას ძმის, ბრედ პელტცის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. მოგვიანებით ისინი რესტორნიდან გამოვიდნენ და მათთვის მომზადებული ავტომობილისკენ გაემართნენ. ნიკოლა პაპარაცების დანახვისას სახეს ხელით იფარავდა.
როდესაც ფოტოგრაფებმა წყვილის გადაღება განაგრძეს, PR-წარმომადგენელმა დაცვის უფრო აქტიურ მეთოდს მიმართა და კამერების წინ ქურთუკის ქნევა დაიწყო. აღნიშნულმა ვიდეომ მსოფლიო მედია დაიპყრო.