LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ყველაფრის შემხედვარე დევიდი და ვიქტორია ბორგავენ“ – ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის ვიდეო კრიტიკის ქარ-ცეცხლში ეხვევა

558
page

ვიქტორია და დევიდ ბექჰემების 27 წლის ვაჟი, ბრუკლინ ბექჰემი, 31 წლის მეუღლესთან, ნიკოლა პელტცთან ერთად, „ვენეციის კინოფესტივალზე“ იმყოფება.  

„როგორ მოვიშოროთ აბეზარი ქმარი“ – ნიკოლა პელტცმა ბრუკლინ ბექჰემს წითელ ხალიჩაზე გული ატკინა – ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

წყვილი უკვე არაერთხელ მოექცა საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში.

ბრუკლინი მთელი ფესტივალის განმავლობაში მეუღლის გვერდით იყო. მან ჯერ წითელ ხალიჩაზე ნიკოლას პერსონალური სტილისტის როლი მოირგო და მას თმას ყოველ მეორე წუთს უსწორებდა, მოგვიანებით კი მისი კაბის შლეიფის დაჭერაზეც იზრუნა.

ვიდეოები მედიასივრცეში ვირუსულად გავრცელდა და არაერთი ნეგატიური და დამცინავი კომენტარიც გამოიწვია.

„სტილისტია თუ ქმარი?“, „მსახურია თუ მისი ქმარი?“, „ყველაფერს თავისი ნორმა აქვს“, „გადაჭარბებული არაფერი ვარგა“, „ამ გოგოს ნაცვლად ჩვენ შევწუხდით“, „ამ ყველაფრის შემხედვარე დევიდი და ვიქტორია ბორგავენ“.

„არასოდეს ილაპარაკო ჩემს მეუღლეზე!“ – ბრუკლინ ბექჰემი ნიკოლა პელტცის დასაცავად „ჰეითერებს“ უპირისპირდება

„ცოლის ფერხთით, ამით ყველაფერია ნათქვამია!“ – ბრუკლინ ბექჰემის ფოტო კრიტიკის ობიექტი ხდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები