ბრუკლინ ბექჰემი და მისი მეუღლე, ნიკოლა პელტცი ვენეციაში რომანტიკულ ვითარებაში გადაიღეს. პაპარაცულ ფოტოებში, რომელიც გვიან ღამით არის გადაღებული, წყვილი ერთმანეთს უღიმოდა და ნაზად ეხებოდა.
მანამდე, ბექჰემების უფროსი ვაჟი და მილიარდერი ნიკოლა, „ვენეციის კინოფესტივალის“ წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ. წყვილი მაშინვე მოექცა მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში. ბრუკლინი საყვარელ ქალს გვერდიდან არ შორდებოდა, მას კოცნიდა, თმაზე ეხებოდა და შლეიფს უსწორებდა.
როგორც ჩანს, ნიკოლას მოჰბეზრდა ქმრის გადაჭარბებული ყურადღება და მას ხელის მკერდზე მიბჯენით მიანიშნა, რომ საკმარისი იყო საზოგადოების წინაშე ჰიპერმზრუნველობის გამოჩენა, ბრუკლინიც მიხვდა ამ ჟესტს და გულნატკენი გამომეტყველება მიიღო. საბოლოოდ, აღნიშნულმა ვიდეომ ინტერნეტსივრცე დაიპყრო.
თუმცა, როგორც ჩანს, ბრუკლინს პატარა წყენამ მალევე გადაუარა.
„როგორ შემოვირიგოთ გაბუტული ქმარი“, – ასე აფასებენ წყვილის უახლეს, პაპარაცულ ფოტოებს,
„ცოლის ფერხთით, ამით ყველაფერია ნათქვამია!“ – ბრუკლინ ბექჰემის ფოტო კრიტიკის ობიექტი ხდება
