LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისი თითოეული აბზაცი, სტროფი და სიტყვა მაქვს შენახული…“ – როგორ გადაატანინა ფატუნა გიორგაძეს გია ნიკოლაძის სიყვარულმა მამის გარდაცვალება

368
ფატუნა

დიზაინერი ფატუნა გიორგაძე ჟურნალ „სარკესთან“ თავის დიდ ტკივილებსა და დიდ სიყვარულზე საუბრობს, „ნიკოლშოუს“ სოლისტის, გია ნიკოლაძის მიმართ. წყვილი წლებია, ერთად არის.

ფატუნას ახლახან მამა გარდაეცვალა:

„მამა ჩემს ძმასთან წავიდა, რომელიც 36 წლის ასაკში გარდამეცვალა. ძალიან მიჭირს დაძინება, რადგან კადრებივით მახსენდება მამასთან გატარებული წლები. როცა ძალიან მიჭირს, ხან ვკითხულობ, ხან ესკიზებს ვქმნი.

მძიმე დღეებში მეუღლე, ალბათ, გვერდით გედგათ…

კი, საავადმყოფოში გვერდიდან არ მომშორებია, სულ ჩემთან იყო დღე და ღამე. გიო რომ არ ყოფილიყო, გამიჭირდებოდა.

ეს არის ორი ადამიანის ურთიერთობა, ერთმანეთის დიდი პატივისცემა. მისი თითოეული აბზაცი, სტროფი და სიტყვა მაქვს შენახული. ყველაფერს მე ვინახავ. მას 5000 ლექსი აქვს დაწერილი, მე 5000 კაბა მაქვს შექმნილი. საოცარი დამთხვევაა, არა? დღემდე მაოცებს მისი სიკეთე და მადლიერება.

მისი მუზა ხართ?

ჩემი ცხოვრების მიზანი ეს ადამიანია. რომ არა ეს სიყვარული, ურთიერთობა და ეს უშრეტი სიფაქიზე, ალბათ ვერ გავაგრძელებდი ვერაფრის შექმნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები