LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარტო ვზრდი ორ ბავშვს და მათთვის კაციც ვარ და ქალიც… 20 წლის გოგო აღარ ვარ, ილუზიებს რომ ავყვე. მომავალი გვიჩვენებს, რა და როგორ იქნება…“ – გეგმავს თუ არა მეორედ დაოჯახებას ელენე ფოჩხუა

654
ელენე ფოჩხუა

მომღერალი ელენე ფოჩხუა პირადი გამოცდილებების შესახებ ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ ორ შვილს მარტო ზრდის:

„მარტო ვზრდი ორ ბავშვს და მათთვის კაციც ვარ და ქალიც. ვცდილობ, რომ რაღაც დოზით მკაცრი ვიყო. მთავარია, იციან, თუ რა ზომამდე არ უნდა დაიგვიანონ სახლში.

პირადში ხომ არ არის სიახლე?

არა, არაფერი ხდება ჩემს პირადში, ჩვეულებრივად მივყვები ცხოვრებას.

არ ხდება იმიტომ, რომ სიყვარულის აღარ გჯერათ და შიში გაქვთ, ვაითუ, მეორედაც არ გაგიმართლოთ?

არა, ასე არ არის. არიამ ადამიანები. დაკვირვების ქვეშ ვარ, ვნახოთ… 20 წლის გოგო აღარ ვარ, ილუზიებს რომ ავყვე. მომავალი გვიჩვენებს, რა და როგორ იქნება. არც მეორედ ნაბიჯის გადადგმის მეშინია, იმდენად კარგი გამოცდილება მაქვს, იმდენად კარგად შევისწავლე ორპირი ადამიანები, გამორიცხულია, რომ მოვტყუვდე. ორი კილომეტრის დაშორებით რომ დავინახო ადამიანი, უკვე ვიცი, რისი გამკეთებელია.

რა თვისებები მოგწონთ მამაკაცში?

ჩემთვის მთავარია, იყოს ადამიანი. უნდა იყოს შემდგარი პიროვნება და ჰქონდეს თავისი საქმე. ჩემთვის ფინანსური მხარე მთავარი არ არის. მთავარია, იყოს გულწრფელი და ნამდვილი ადამიანი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები