LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვამაყობ, რომ ბებიის სტატუსში ვარ და ამ ამპლუაში დიდ სიამოვნებას ვიღებ…“ – გააგრძელებენ თუ არა შვილიშვილები ლეგენდარული ლეილა მესხის საქმეს

208
ლეილა

ჩოგბურთის ქართველი ვარსკვლავი, ლეილა მესხი ჟურნალ „სარკეს“ თავისი პირადი ცხოვრების და ბებიობის სიხარულის შესახებ ესაუბრება.

ლეილა მესხი:

„მყავს ორი შვილი და სამი შვილიშვილი. ვამაყობ, რომ ბებიის სტატუსში ვარ და ამ ამპლუაში დიდ სიამოვნებას ვიღებ. ვაკეთებ საყვარელ საქმეს და ამ ყველაფრით ბედნიერი ვარ. კორტზე სათამაშოდ იშვიათად გავდივარ, თუმცა ჩემი ცხოვრება მთლიანად კორტებს უკავშირდება.

როგორ ატყობთ შვილიშვილებს, აპირებენ, ჩიგბურთს გაჰყვნენ?

აი, ალექსანდრე 6 წლის გახდა და დავაწყებინეთ თამაში. შვილებიც საკმაოდ კარგად თამაშობდნენ, მაგრამ გაგრძელება არ ისურვეს. შვილიშვილების იმედი მაქვს, ალბათ, გენებიც ხელს შეუწყობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები