LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამილა კაბეიო შონ მენდესთან დაბრუნებას ნანობს

257
IMG_20240307_140344

კამილა კაბეიოს თქმით, ,,ბრეიქ-აფის” შემდეგ, შონ მენდესთან დაბრუნება იმპულსური გადაწყვეტილება იყო. ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობა 2021 წელს დასრულდა, თუმცა შარშან, აპრილში ისინი ერთმანეთს კვლავ დაუახლოვდნენ. საბოლოოდ, მათი გზები ივნისში გაიყარა.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელ მომღერალს კუბური ფესვებით, მომავალი მუსიკალური პროექტის მუზად ექს-ბოიფრენდი არ დაუსახელებია, Fifth Harmony-ის ყოფილი წევრი გამოტყდა, რომ მეოთხე სოლო სტუდიური ალბომის ინსპირაცია სიყვარულია. ახალი დისკი, რომლის პრომოუშენისთვის მან იმიჯი შეიცვალა, სავარაუდოდ წლის ბოლომდე გამოვა.

შეგახსენებთ, რომ კამილა კაბეიოსა და შონ მენდესის რომანი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წელს დუეტი – Señorita და მასზე გადაღებული სენსუალური კლიპი გამოუშვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები