LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოპ-კულტურის ტრიუმფი – ბოლო 11 წლის განმავლობაში MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯოლდოებას ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავდა

136
download (43)

27 სექტემბერს, ლოს-ანჯელესში გამართული MTV Video Music Awards მუსიკალურ ინდუსტრიაში ნამდვილ გარდატეხად იქცა. Nielsen-ის ოფიციალური მონაცემებით, შოუმ CBS-სა და MTV-ის არხებზე ჯამში, 8.99 მილიონი მაყურებელი მიიზიდა.

ეს არის დაჯილდოების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ, რამაც წინა წელთან შედარებით რეიტინგების რეალური 60%-იანი ზრდა აჩვენა.

პოპ-კულტურის ერთ-ერთმა მნიშვნეელოვანმა მუსიკალურმა მოვლენამ Snoop Dogg-ის მასპინძლობით, დაამტკიცა, რომ ტრადიციულ ტელეტრანსლაციებს მაყურებლის მიზიდვა კვლავ შეუძლიათ, თუ სცენაზე ინდუსტრიის გიგანტები იკრიბებიან.

ცერემონიის ასეთ წარმატებას, ხელი რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო.

CBS-ზე დაჯილდოების დაწყებამდე ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის დაძაბული მატჩი გადაიცემოდა, სადაც ბალტიმორ რეივენსმა დალას ქაუბოისი დაამარცხა. სპორტულმა ტრანსლაციამ არხზე მილიონობით მაყურებელი დატოვა, რაც პირდაპირ აისახა ცერემონიის სტარტზე.

არსებული ცნობებით, შოუს გახსნაზე მადონას პერფორმანსის დროს მაყურებელთა რაოდენობამ პიკს მიაღწია და 16 მილიონს გადააჭარბა.

23-წლიანი პაუზის შემდეგ, პოპის დედოფალმა შოუ გრანდიოზულად გახსნა. მან სცენაზე საბრინა კარპენტერთან და ჩარლი XCX-თან ერთად იმღერა.

ამასთან, წლევანდელი ცერემონია გამორჩეული იყო ახალგაზრდა აუდიტორიის აქტიურობითაც. 18-49 წლის ჩათვლით ასაკობრივ კატეგორიაში (2.67 მილიონი მაყურებელი) შოუმ საუკეთესო შედეგი აჩვენა 2018 წლის შემდეგ, ხოლო 25-54 და 18-34 წლის ჩათვლით ასაკობრივ ჯგუფებში – 2019-2020 წლების შემდეგ ყველაზე მაღალი რეიტინგი დააფიქსირა.

სარეკორდო ციფრების გარდა, ცერემონია მუსიკალური მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა.

განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა ჰქონდა ორ სპეციალურ ნომერს – ქეისი მასგრეივსმა სცენიდან პატივი მიაგო დოლი პარტონს, ხოლო რეიმ, ტედი სუიმსმა, sombr-მა, ადამ ლამბერტმა და სხვებმა, ჯორჯ მაიკლი გაიხსენეს.

MTV-ის მუსიკალური ვიდეოების წლევანდელმა დაჯოლდოებამ დაამტკიცა, რომ სწორად შერჩეული ვარსკვლავური შემადგენლობითა და მასშტაბური სანახაობით, ტრადიციულ მუსიკალურ დაჯილდოებებს კვლავ შეუძლიათ მილიონობით ადამიანის ერთად შეკრება და ეპოქალური მომენტების შექმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები