LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავთცვენა ჰოლივუდში – მადონამ VMAs-ზე ტრიუმფი გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა

151
photo-collage.png (2)

მადონამ MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე ტრიუმფი ლეგენდარულ სასტუმრო – Chateau Marmont-ში გამართული გრანდიოზული წვეულებით იზეიმა.

ღონისძიება კოსმეტიკურ გიგანტ – KIKO Milano-სთან თანამშრომლობით მოეწყო, რომლის გლობალური ამბასადორიც თავად მომღერალია.

წლევანდელი VMAs მადონასთვის ნამდვილად ისტორიული აღმოჩნდა. მან შოუ 23-წლიანი პაუზის შემდეგ გრანდიოზული პერფორმანსით გახსნა და საღამოს მთავარი გამარჯვებული გახდა. პოპ-მუსიკის დედოფალმა 7 ჯილდო, მათ შორის „წლის არტისტის“ ტიტული მოიპოვა.

საზეიმო after-party-სთვის სასტუმრო Chateau Marmont სრულიად ტრანსფორმირდა და მადონას ახალი ალბომის – Confessions II ვიზუალური ესთეტიკის შესაბამისად, იასამნისფრად განათდა.

საღამოს სტუმრების სია შოუბიზნესის არაერთ გავლენიან სახეს აერთიანებდა.

მადონასთან ერთად ამერიკული ღამის კლუბების ატმოსფეროთი ტკბებოდნენ: საბრინა კარპენტერი, ჩარლი XCX, ემილი რატაიკოვსკი, ჯულია გარნერი, Shaboozey, PinkPantheress, სიენა სპაირო და სხვები.

წვეულების სტუმრებს საჩუქრად კოსმეტიკური ბრენდის ექსკლუზიური, პერსონალურად გრავირებული პროდუქტები გადაეცათ, ბარში კი სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნილი კოქტეილები სიმბოლური სახელწოდებებით – Danceteria Afterhours და Bring Your Love ისხმებოდა.

Danceteria Afterhours და Bring Your Love იმ ჰიტების სახელწოდებებია, რომლებიც მადონამ ჩარლი XCX-თან და საბრინა კარპენტერთან თანამშრომლობით ჩაწერა და დაჯილდოების სცენაზე პერფორმანსისას, მათთან ერთად იმღერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები