LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სული მეწვის…დამიბრუნეთ ჩემი შვილი ხალხი არ ხართ, გული არ გაქვთ“ – გურამ დადიანიძის დედა

572
2026-09-23_23-20-04_709220

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ და სევდიან პოსტს აქვეყნებს.

დედა თავისი შვილის დაბრუნებას ითხოვს.

„უფალო გზა მიჩვენე, ძალიან ვიტანჯები, სული მეწვის. დამიბრუნეთ ჩემი შვილი ხალხი არ ხართ, გული არ გაქვთ“, – წერს სოფო ბიბილაშვილი.

ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.

„ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ მამიდას გურამი ფსიქოლოგთან დაჰყავდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული, მინდა მივმართო ფსიქოლოგსაც და ფსიქიატრსაც…“ – რას აცხადებს გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი

„თუ გურიკა ცუდადაა, ან კომაშია გთხოვთ და გემუდარებით მიმიყვანეთ მასთან…“ – გურამ დადიანიძის დედის ემოციური მიმართვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები