„სანდო წყარომ“ 17 წლის გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის ყველა ჩვენება მოიპოვა.
საგამოძიებო სიუჟეტს „სანდო წყარო“ ავრცელებს.
სიუჟეტში საუბარია იმასთან დაკავშირებით, თუ რას წერენ მოწმეები საბედისწერო დღეზე, ასევე ვის არ ასახელებდნენ გურამ დადიანიძის მეგობრები და ვინ არიან საქმის ახალი ფიგურანტები.
„გურამ დადიანიძეს მიკროავტობუსით მგზავრობის დროს, ყველა ბავშვისთვის ვისაც ჰქონდა ტელეფონი, ყველასგან ითხოვა რათა ეთამაშა, რაც იყო გასართობი თამაში, რადგან თვითონ არ ჰქონდა თან მობილური ტელეფონი.
შემდეგ ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ ყველა მობილურ ტელეფონში ვისაც გამოართვა გურამმა ტელეფონი, საკონტაქტო პირებში წაშლილი იყო მისი ტელეფონის ნომერი და სახელი…“ – აღნიშნავს კახა გელაშვილი ჩვენებაში.
