12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ ანი გელაშვილს მიმართავს, რომელმაც, როგორც სოფო ბიბილაშვილი ამბობს, მასზე თქვა რომ გურამის დაკარგვიდან 3 დღის შემდეგ ჩავიდა მლეთაში შვილის მოსაძებნად.
„ყოველ წელს ავდიოდი ლომისაზე, ვიჯექი იმ ხევში და ვტიროდი. ვეძახდი ჩემს შვილს და არსაიდან ხმა არ მომდიოდა… როგორია 12 წლის მანძილზე დახუჭო თვალი და გესმოდეს შვილის ხმა – „დე, მიშველე“… საიდან ვუშველო? ხომ არიან მშობლები, ხომ ჰყავთ შვილები?
თავიანთ გულში რომ იხედებიან და ფიქრობენ, სოფო ხომ არ იტყუება და მართალს ხომ არ იძახის… ნუთუ გული არ აქვთ? გამოდიან ტელევიზიით კომენტარებში და მაშავებენ… საკუთარ გულში რომ იხედებიან რას ფიქრობენ?
სიმწრით გავზარდე ეგ ბავშვი…
გელაშვილის გოგო გამოდის და იძახის: „დედა, თურმე 3 დღის მერე ჩავიდა გურიკას საძებნელად“… არ რცხვენია? და ეგეც მშობელია და მეც ხომ? მაგას ჩემსავით არ უცხოვრია გამწარებული 12 წელი…“, – აცხადებს სოფო ბიბილაშვილი.
