„მამა – იმის მაგივრად რომ დამიდგეს გვერდში და ბავშვი ვიპოვო, აქეთ მიწასთან მასწორებს,“ – ამბობს 12 წლის გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი რევაზ დადიანიძეზე გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“.
როგორც სოფო ბიბილაშვილი აღნიშნავს, მას გარკვეული ეჭვები უჩნდება.
„მამა – იმის მაგივრად რომ დამიდგეს გვერდი და ბავშვი ვიპოვო, აქეთ მიწასთან მასწორებს
საგინებელი გამიხადა ოჯახიო, რას აკეთებსო, უნდა რომ შევჩერდე ეტყობა და ბავშვი არ ვიპოვო. ჩემს დეიდაშვილსაც უთხრა დაკითხვაზე რომ დაიბარეს, მიწასთან გასასწორებელი გამიხადა ოჯახიო. მაშინ ეჭვი თავისთავად მიჩნდება, რომ მან იცის ბავშვზე რამე,“ – აღნიშნა სოფო ბიბილაშვილმა.
