მომღერალი თამუნა ამონაშვილი შვილების, 1 წლის ტყუპების – იონას და მელანიას ფოტოებს და ვიდეოებს სოციალურ ქსელში გამომწერებს ხშირად უზიარებს.
„სულ ჩემთან უნდათ… დამხმარე ქალი არ გვყავს…“ – თამუნა ამონაშვილს ტყუპები გადაღებებზე თან დაჰყავს
ცოტა ხნის წინ თამუნა ამონაშვილმა შვილების მორიგი მხიარული ვიდეო „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე განათავსა.
კადრებს, რომელშიც ტყუპები დედასთან ერთად თამაშობენ და სიმღერას ჰყვებიან, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„საოცარი ტყუპები! უკვე ეტყობათ, რომ დედის მსგავსად, არაჩვეულებრივი სმენა აქვთ“, „უსაყვარლესი მელანია და იონა“, „ნიჭიერი პატარები“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
