LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თამუნა ძალიან კარგი დედაა, სასწაულებს ახდენს, გადაყოლილია შვილებზე“ – როგორ შეცვალა ტყუპების დაბადებამ თამუნა ამონაშვილის და რეზიკო არჩვაძის ცხოვრება

201
თამუნა ამონაშვილი

მომღერალი თამუნა ამონაშვილი მეუღლესთან, რეზიკო არჩვაძესთან და ტყუპებთან – იონა და მელანიასთან ერთად გადაცემა „პოსტ ალიონს“ სტუმრობდა.

ვიდეო: „აქამდე როგორ ვცხოვრობდი, რას ვაკეთებდი… შვილების არსებობამ აბსოლუტურად ყველა დეტალი გააუბრალოვა, რაც ნაცხოვრები მქონდა“ – თამუნა ამონაშვილის ისტორია

როგორი მშობლები არიან, როგორ შეცვალა მათი ცხოვრება ტყუპების დაბადებამ და როგორ ზრდიან დამხმარის გარეშე მელანიას და იონას – წყვილმა გადაცემაში ვრცლად ისაუბრა.

„თამუნა ძალიან კარგი დედაა, სასწაულებს ახდენს, გადაყოლილია შვილებზე.

ძიძა არ გვყავს. ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა, გვინდა, ბავშვები ჩვენ თვითონ გავზარდოთ“, – აღნიშნა რეზიკო არჩვაძემ.

„ტყუპების დაბადების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ყოველ წამს ვფიქრობთ, როგორები იქნებიან, როგორი ცხოვრებით იცხოვრებენ – ჩვენ ვეცდებით, რომ უპირველეს ყოვლისა, სიყვარული და ადამიანობა ვასწავლოთ და კარგი ადამიანები გავზარდოთ“, – თქვა თამუნა ამონაშვილმა.

„სულ ჩემთან უნდათ… დამხმარე ქალი არ გვყავს…“ – თამუნა ამონაშვილს ტყუპები გადაღებებზე თან დაჰყავს

„გაოგნებისგან ხელები გამეყინა, გაყინული ვიჯექი, ტყუპები, ორი ერთად…“ – თამუნა ამონაშვილი იხსენებს როგორ შეიტყო ტყუპების დედობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები