გადაცემამ „გული მღერის“ „რუსთავი 2“-ზე მორიგი სეზონი დაიწყო და ოჯახურ წყვილებსა და ოჯახის წევრებს უმასპინძლა, რომლებიც ერთად ამღერდნენ.
გადაცემის სცენამ უმასპინძლა ცოლ-ქმარს, მომღერლებს გიორგი ჭიალაშვილსა და ლალიტა ლომთაძეს.
მათ გოგი ცაბაძის ცნობილი სიმღერა, „იმღერე რამე“ შეასრულეს და მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს:
„რა ტკბილია“; „ყოჩაღ, წარმატებები“; „ტკბილი წყვილი ტკბილი სიმღერით“, წერენ კომენტარებში.
