თამუნა მუსერიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, როგორ არ მართლდება მისი მოლოდინები ადამიანებთან დაკავშირებით:
„მე თავად ვიქმნი ილუზიებს ადამიანთან დაკავშირებით, მე თვითონ ვიქმნი მასზე შეხედულებებს და მაქვს მათი მხრიდან რაღაცების გაკეთების ილუზია. თუმცა რეალურად, ეს ადამიანები არ აჩვენებენ, რისი გამკეთებლები არიან, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ილუზიაა. და მივხვდი, თუ ადამიანისგან ბევრის მოლოდინის ილუზია არ გექნება და არ შეიქმნი ფუჭ ილუზიებს, ნაკლებად გეტკინება გული. რეალურად, ის, რომ მე გული მეტკინა, ჩემი ბრალია და არა იმ ადამიანების.
ეს ფუჭი ილუზიები შენს ყოფილ ქმრებსაც ეხება?
ჩემი ილუზიები ყოფილ ქმრებს არ ეხებათ.
