ვიქტორია და დევიდ ბექჰემების 27 წლის ვაჟი, ბრუკლინ ბექჰემი, 31 წლის მეუღლესთან, ნიკოლა პელტცთან ერთად, „ვენეციის კინოფესტივალზე“ იმყოფება.
წყვილი უკვე არაერთხელ მოექცა საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში.
ბრუკლინი მთელი ფესტივალის განმავლობაში მეუღლის გვერდით იყო. მან ჯერ წითელ ხალიჩაზე ნიკოლას პერსონალური სტილისტის როლი მოირგო და მას თმას ყოველ მეორე წუთს უსწორებდა, მოგვიანებით კი მისი კაბის შლეიფის დაჭერაზეც იზრუნა.
ვიდეოები მედიასივრცეში ვირუსულად გავრცელდა და არაერთი ნეგატიური და დამცინავი კომენტარიც გამოიწვია.
„სტილისტია თუ ქმარი?“, „მსახურია თუ მისი ქმარი?“, „ყველაფერს თავისი ნორმა აქვს“, „გადაჭარბებული არაფერი ვარგა“, „ამ გოგოს ნაცვლად ჩვენ შევწუხდით“, „ამ ყველაფრის შემხედვარე დევიდი და ვიქტორია ბორგავენ“.
„ცოლის ფერხთით, ამით ყველაფერია ნათქვამია!“ – ბრუკლინ ბექჰემის ფოტო კრიტიკის ობიექტი ხდება