მომღერალმა თამუნა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პრაიმშოუში“ სტუმრობისას შვილის ყოლასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და იმ რთულ გზაზე ისაუბრა, რომელიც დედობისკენ მიმავალ გზაზე გაიარა.
თამუნა ამონაშვილმა გულახდილად გაიხსენა პირადი ემოციები, შიშები და ახლობლების მხარდაჭერით მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რამაც, მისი თქმით, მის ცხოვრებაში უდიდესი ცვლილება შეიტანა.
„მახსოვს, ბავშვობიდან ვოცნებობდი დიდ ოჯახზე… გავიდა დრო და შევეჯახე ბავშვის ყოლასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემებს, უბრალოდ არ ჩნდებოდა ბავშვი, მქონდა პერიოდი აყვანითაც ავიყავნდი იმდენად მინდოდა… როდესაც გადავწყვიტე რომ გამეყინა ჩემი კვერცხუჯრედები მაშინაც კი ისეთი გადაწყვეტილება მივიღე, მარტო ვერაფერი გადავწყვიტე, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მეგობრების, მეუღლის, საახლობლოს ძალიან დიდი დაჟინებით, რადგან შიში მქონდა რა იქნება, როგორ, რატომ უნდა გავაკეთო…
მაგრამ უფალმა ძალა მომცა, უფლის თანადგომას ვგრძნობ ყველა საქმეში… მადლობას ვწირავ და ყოველთვის დიდ მადლობას გადავუხდი უფალს დიდებულს, იმისათვის რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ საოცრება მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. თურმე, შვილები ყოფილა პირველადი დიდი ბედნიერება მიწიერ ცხოვრებაში…“
