LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„[ახალი მოწმის თქმით], სავარაუდოდ, თურმე, გურამ დადიანიძე დაბრუნდა ლომისადან დაკარგვის შემდგომ და მერე ისევ გაუჩინარდა“ – ადვოკატი ახალ გარემოებებზე

1037
გურამ დადიანიძე

„ეს ადამიანი [ახალი მოწმე] ექსკურსიის მონაწილე არ არის, თუმცა ის ესაუბრა ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთ პიროვნებას და მიაწოდა ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, თურმე გურამ დადიანიძე ლომისაზე დაკარგვის შემდგომ დაბრუნდა და მერე ისევ გაუჩინარდა“, – ამის შესახებ 12 წლის წინ, მლე­თა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის საქმის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნუცა თოფურიამ „ტვ პირველს“ განუცხადა.

„დღეს კიდევ ერთხელ დაიბარეს გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი დუშეთის პოლიციაში! სიახლეებს მოგაწვდით… “ – რას წერს ადვოკატი

ადვოკატის თქმით, გურამ დადიანიძის ოჯახი და ადვოკატები იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ პიროვნებას გამოჰკითხავენ.

„[ახალი მოწმე] ეს ადამიანი ექსკურსიის მონაწილე, როგორც ასეთი, არ არის, თუმცა ის ესაუბრა ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთ პიროვნებას, მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ, სავარაუდოდ – და ეს ჩვენთვის გაუგებარია – თურმე გურამ დადიანიძე ლომისაზე დაკარგვის შემდგომ დაბრუნდა და მერე ისევ გაუჩინარდა.

ბუნებრივია, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და მისამართი გამოძიებას მივაწოდეთ და იმედი გვაქვს, რომ აუცილებლად დაიბარებენ და გამოკითხავენ…

ვიცით, რომ გარკვეული სახის ინფორმაციას ფლობს, როგორც ვიცით, ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის მეზობელია, იმედი გვაქვს, რომ ეს მოწმე გამოიკითხება“, – განუცხადა ადვოკატმა ნუცა თოფურიამ „ტვ პირველს“.

„ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ მამიდას გურამი ფსიქოლოგთან დაჰყავდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული, მინდა მივმართო ფსიქოლოგსაც და ფსიქიატრსაც…“ – რას აცხადებს გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები