LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიტყვებს ახლა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს მეგობარო, იცხოვრებ ამ გაუსაძლისი ტკივილით, მარად 17 წლის ულამაზეს ბიჭთან ერთად… მინდა იმ ხალხს ვუყურებდე თვალებში, იქ რომ ჩაუარეთ, ნახეთ მიწაზე დაგდებული ბიჭი და მიატოვეთ…“ – ანა მიქაძე-ჩიკვაიძე მოკლულ 17 წლის ბიჭზე

2893
ანა მიქაძე ჩიკვაიძე

10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მიყენებული რამდენიმე ჭრილობის შედეგად, არასრულწლოვანი, 17 წლის დავით ნარიმანიძე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი პირი.

ტრაგიკულმა ამბავმა მთელი საქართველო შეძრა. სოციალურ ქსელში ტრაგედიას არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის არის ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე და მკვლევარი, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, რომელიც დავითის დედას, ეკა მხატვრიშვილს მიმართავს:

„ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ყველას დაგასრულებთ“ – რას წერს გარდაცვლილი 17 წლის და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძის დედა

პროკურატურა 17 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ არასრულწლოვანზე: „სამწვადეში შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც მოშორებით გაიყვანა და დანით ჭრილობები მიაყენა“

პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვან პირს ბრალდება წარუდგინა.

„ეკა მხატვრიშვილი – სიტყვებს ახლა არანაირი მნიშვნელიბა არა აქვს მეგობარო… იცხოვრებ ამ გაუსაძლისი ტკივილით, ამ ლამაზი, მარად 17 წლის ულამაზეს ბიჭთან ერთად… არც მკვლელის სახე მინდა ვიცოდე, არც მისი არგამზრდელი უბედურ დღეზე გაჩენილი მშობლების (ჯოჯოხეთი გარანტირებული აქვთ 7 თაობაში) – მინდა იმ ხალხს ვუყურებდე თვალებში, იქ რომ ასობით ადამიანმა ჩაუარეთ, ნახეთ მიწაზე დაგდებული ბიჭი და არ მიხვედით, არ შეხედეთ, არ გაარკვიეთ, ჩაუარეთ, მიატოვეთ. თქვენ ღმერთი მიატოვეთ, ყელში დანაგამოსმული ღმერთი და ამ ტვირთით უნდა იცხოვროთ, მეტი რა გითხრათ…“ – წერს ანა მიქაძე ჩიკვაიძე.