„მკვლელს თან ახლდა ორი მეგობარი (სახელებსა და გვარებს ჯერ არ ვწერ), რომლებმაც დაინახეს, თუ როგორ მოკლა ბავშვი და გაიქცნენ” – ამის შესახებ თბილისში მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის ნათესავი მაკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მაკა მხატვრიშვილი ამბობს, ისინი სახლში მივიდნენ, დაწვნენ და დაიძინეს.
„მკვლელს თან ახლდა ორი მეგობარი (სახელებსა და გვარებს ჯერ არ ვწერ), რომლებმაც დაინახეს, თუ როგორ მოკლა ბავშვი და გაიქცნენ.
მათ გაქცევაზე ახლა არ ვწერ (შეუტყობინებლობაც არაა პოლიცია მაშინვე მივიდა).
მინდა გითხრათ, რა მოხდა შემდეგ: ეს არსებები სახლში მივიდნენ, დაწვნენ და დაიძინეს. მშვიდად და ტკბილად ეძინათ, სანამ პოლიცია არ მივიდა და ჩვენების მისაცემად განყოფილებაში წასაყვანად არ გააღვიძა.
თქვენ, ვინც მათი მეგობრები და ოჯახის წევრები ხართ, იაზრებთ, რა დონის საზიზღარი და გულქვა ადამიანები გყავთ ახლობლად?“, – წერს მაკა მხატვრიშვილი.
„თქვენ დიდი ძალა მომეცით“ – ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა კუპატაძეს მიმართავს
