LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტი VMAs-ზე ახალ საპატიო ჯილდოს მიიღებს

136
photo-collage.png - 2026-09-22T104742.135

ტეილორ სვიფტი MTV Video Music Awards-ზე სპეციალურ, ახლად დაარსებულ ჯილდოს მიიღებს. ცნობილი გახდა, რომ ის Artist Director Honors-ის პირველი რეციპიენტი გახდება.

ორგანიზატორების განმარტებით, აღნიშნული პრიზი გადაეცემათ იმ მუსიკოსებს, რომლებიც თავადვე უწევენ რეჟისურას საკუთარ კლიპებს. მათივე თქმით, ჯილდო აფასებს არტისტებს, რომელთა სარეჟისორო ნამუშევრებმაც მუსიკალური ვიდეოებისა და ვიზუალური თხრობის ხელოვნება სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანეს. 

აღსანიშნავია, რომ სვიფტი, რომელიც ბოლო წლებში თავად გვევლინება საკუთარი მასშტაბური კლიპების რეჟისორად, უკვე ფლობს VMAs-ის რეკორდულ ოთხ ჯილდოს ნომინაციაში – „საუკეთესო რეჟისურა“, საპატიო პრემია კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის გავლენას კინემატოგრაფიულ მუსიკალურ ინდუსტრიაზე. 

გარდა ამისა, ტეილორ სვიფტი წლევანდელ დაჯილდოებაზე 11, მათ შორის ,,წლის არტისტისა” და ,,წლის ვიდეოს” ნომინაციაშია წარდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები