LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს კიდევ ერთხელ დაიბარეს გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი დუშეთის პოლიციაში! სიახლეებს მოგაწვდით… “ – რას წერს ადვოკატი

1013
სოფო ბიბილაშვილი

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი, დუშეთის პოლიციის სამმართველოში დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქმის ერთ-ერთი, ადვოკატი ნუცა თოფურია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ადვოკატის ცნობით, სამართალდამცავ ორგანოში საგამოძიებო მოქმედებებზე დაბარების კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

„დღეს კიდევ ერთხელ დაიბარეს გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი დუშეთის პოლიციაში! მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია! სიახლეებს მოგაწვდით ეტაპობრივად!“- წერს ნუცა თოფურია.

ვიდეო: „სადღაც ერთი კვირით ადრე გურიკამ დამირეკა…ყველას ვენდობოდი, მაგრამ ახლა ეჭვი გამიჩნდა“ – სოფო ბიბილაშვილის მიმართვა

ვიდეო: „ვიცოდი, რომ ეს ამბავი იგეგმებოდა 2-3 კვირით ადრე…“ – რას ჰყვება გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე

„დღეს შევხვდი ბატონ ჯუმბერ ბუჩაშვილს, რომელიც უძღვებოდა სამძებრო სამუშაოებს გურამ დადიანიძის გაუჩინარების დღიდან“ – ტარიელ კაკაბაძე

„არ ვიცი, რისთვის გამწირეს… შვილო, სად ხარ?“ – სოფო ბიბილაშვილი 12 წლის წინ გაუჩინარებულ შვილს 30 წლის იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს

შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში იმ ტერიტორიის ხელახალი შემოწმება დაიწყო, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა. სოფო ბიბილაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად მეწყერის ვერსია გამოირიცხა.

ვიდეო: „რა სიმწარეც გამოვიარე, როგორ გავუძელი არ ვიცი… ალბათ იმას ფიქრობდნენ, „გული გაუსკდება, მოკვდება და ეს ამბავიც დამთავრდება გაუხსნელიო“… ყველამ აგოს პასუხი, ვინც 12 წლის მანძილზე ასე სასტიკად მომექცა“ – დაკარგული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები