LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ნომინაციები 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე, რამაც ნომინანტთა სია და ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვალა

170
photo-collage.png - 2026-09-20T123046.333

MTV Video Music Awards-ის ორგანიზატორებმა ოთხი ახალი ე.წ. „სოციალური კატეგორია“ დაამატეს, რამაც მიმდინარე წლის ნომინანტთა სია და ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვალა.

ახალ ნომინაციებში გამარჯვებულებს ფანები სოციალური ქსელის, კერძოდ, MTV-ის ოფიციალური Instagram-ის მეშვეობით გამოავლენენ.

ახლად დამატებული კატეგორიებია:

,,საუკეთესო ჯგუფი”, რომლის ნომინანტებს შორის ისეთი გლობალური ფენომენები არიან, როგორებიცაა – K-Pop ვარსკვლავები – BTS და BLACKPINK, ასევე Twenty One Pilots და ახალი სენსაცია – KATSEYE.

,,ზაფხულის სიმღერა”, რომელშიც სეზონის მთავარი ჰიტებით ერთმანეთს ტეილორ სვიფტი, არიანა გრანდე და სხვა წამყვანი არტისტები დაუპირისპირდებიან.

,,საუკეთესო ალბომი”, სადაც წლის ყველაზე ხმაურიანი რელიზებია წარდგენილი, მათ შორის ტეილორ სვიფტის The Life of a Showgirl, მადონას Confessions II და საბრინა კარპენტერის Man’s Best Friend.

,,საუკეთესო გრძელფორმატიანი ვიდეო” – კატეგორია, რომელიც ორიენტირებულია მუსიკალურ ფილმებსა და ვრცელ ვიზუალურ პროექტებზე, სადაც მადონას პროექტი Confessions II – The Film ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.

ახალი ნომინაციების დამატების შემდეგ, მადონამ წლის მთავარი ფავორიტის სტატუსი განიმტკიცა. პოპ-დივა ჯამში 13 ნომინაციით ლიდერობს. მას მცირედით ჩამორჩება ტეილორ სვიფტი, რომელსაც უკვე 11 ნომინაცია დაუგროვდა.

MTV-ის განცხადებით, ამ კატეგორიებში ხმის მიცემა უახლოეს დღეებში დაიწყება, თავად დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია კი 27 სექტემბერს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები