10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მიყენებული რამდენიმე ჭრილობის შედეგად, არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც AMBEBI.GE-იმ გაავრცელა ინფორმაცია, მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძეა.
სოციალურ ქსეშლი სტატუსს აქვეყნებს დავით ნარიმანიძის დედა და წერს:
„ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ყველას დაგასრულებთ“, – წერს ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვანი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი პირი. დაკავებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
