თათა ვარდანაშვილი ჟურნალ „სარკეს“ უყვება, როგორ გადაიფიქრა, რომ მონაზვნად აღკვეცილიყო და რა სასწაულები ხდება მის ცხოვრებაში:
„რწმენაში დასაბრუნებლად ყველაზე დიდი როლი მამის გარდაცვალებამ ითამაშა. მამა რომ გარდაიცვალა, სიზმარში რამდენჯერმე ვნახე. სწორედ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, ხელახლა დამეწყო ცხოვრება და თანაც ისე, რომ მამას გახარებოდა… ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მესიზმრება, როდესაც საფრთხის წინაშე ვდგავარ. მას სულ ბერის სამოსში ვხედავ.
მინდოდა, ჩემი ცხოვრების ყოველი წუთი უფლისთვის მიმეძღვნა. ვფიქრობდი, რომ მონასტერში მარტივად მოვახერხებდი წმინდანების დახატვას და მერე ქსოვილზე ამოქარგვას, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამას ჩემს სახელოსნოში უფრო მარტივად შევძლებდი. მონასტერში ჩემს გამოცდილებას ადამიანების მცირე ჯგუფს გავუზიარებდი, ამიტომ ისევ ჩემს სტუდენტებთან ვარჩიე მუშაობა…“
