LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩუმად გადაგიღე ფანჯრიდან… ჩემი შვილი საქართველოს სადღეგრძელოზე დგებოდა ფეხზე“ – რა კადრებს აქვეყნებს ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა

510
დავით ნარიმანიძე

10 სექტემბერს, თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა, ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში არქივიდან შვილის ვიდეოს აქვეყნებს.

„ეს სურათი წინა დღეებშია გადაღებული, სულ ასე ხელგადახვეული დავყავდი ჩემს სუნთქვას… უდიდესი მადლობა გიგა ავალიანის და ნიკოლოზ ღუნაშვილის დედიკოებს, ყველას“ – ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა

ეკა მხატვრიშვილი ვიდეოს ურთავს ემოციურ პოსტს, რომელშიც წერს:

„დე, ესეც ჩუმად გადაგიღე ფანჯრიდან, თვალი მომკარი და არსად დადოო – მითხრი, სულ თვალს გადევნებდი იმ ავბედითი ღამის გარდა, ჩემი შვილი საქართველოს სადღეგრძელოზე დგებოდა ფეხზე და არა არაკაცების ნათქვამ სადღეგრძელოზე. კაცობა არასდროს შეშლია და სახელი დატოვა ადამიანობის“, – წერს ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში.

„თქვენ დიდი ძალა მომეცით“ – ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა კუპატაძეს მიმართავს

შეგახსენებთ, 17 წლის არასრულწლოვანის, დავით ნარიმანიძის მკვლელობის საქმეზე მისივე თანატოლი, დ.პ. დააკავეს.

ბრალდების თანახმად, მკვლელობის მიზეზი, სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა. საქმის პროკურორის თქმით, არასრულწლოვანს მრავალფეროვანი კრიმინალური წარსული აქვს და ის დაკავებისას გირაოს პირობების ქვეშ იმყოფებოდა. არასრულწლოვანს დ.პ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები