მომღერალი ნინო ძოწენიძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ სჯერა შეუცნობელი სამყაროს არსებობის, რომელსაც ადამიანის გონება ვერ სწვდება.
ნინო ძოწენიძე:
ისეთ სიზმრებს ვნახულობ, არ ვიცი, ჩემი ქვეცნობიერი რატომ მანახვებს ასეთებს…
მამა გარდაცვლილი მყავს და როცა მას სიზმარში ვნახულობ, ყოველთვის ვეუბნებინ ჩემს ძმას,რომ გარკვეული პერიოდი ფრთხილად იყოს. ერთხელ მამა დამესიზმრა და ჩემი ძმა ავარიაში მოყვა. ღვთის წყალობით, გადარჩა.
მამა სულ მაფრთხილებს, მე და მამას სულ სხვანაირი ემოციური კავშირი გვქონდა…
ერთხელ პლაჟზე ვიყავი და ჩემთან ბოშა ქალი მოვიდა. მითხრა, შენი მეუღლის სახელი გ- ასოთი იწყებაო. მაშინ გიგასთან მხოლოდ ვმეგობრობდი. ბოშამ ხელი გამომართვა და მითხრა, შენს მეუღლეს გიგა ერქმევაო. მერე ვფიქრობდი, ეს ბოშა ქალი გიგამ ხომ არ გამომიგზავნა-მეთქი. მაშინ კი მეცინებოდა, მაგრამ 23 წელია, ერთად ვართ.
