მადონა MTV Video Music Awards-ის სცენას გრანდიოზულად უბრუნდება. ცნობილი გახდა, რომ 23-წლიანი პაუზის შემდეგ, პოპ-მუსიკის ცოცხალი ლეგენდა წლევანდელ ცერემონიას სპეციალური მუსიკალური ნომრით გახსნის.
ამავდროულად, მადონა წლევანდელი დაჯილდოების მთავარი ფავორიტია. არტისტი ლიდერობს ნომინაციების რაოდენობით და წარდგენილია 11 კატეგორიაში, რაც ახალ ალბომს – Confessions II უკავშირდება.
მადონას VMAs-თან განსაკუთრებული ისტორია აკავშირებს. ის არაერთხელ გამოსულა დაჯილდოებაზე, ყოველი მისი პერფორმანსი კი ეპოქალური აღმოჩნდა და პოპ-მუსიკის ისტორიაში შევიდა.
მომღერალმა დაჯილდოებაზე ბოლოს, 2003 წელს იმღერა. მაშინ მან საღამოზე ბრიტნი სპირსთან და კრისტინა აგილერასთან ერთად, სენსაციური და დღემდე საკულტო წარმოდგენა დადგა.
